ეკა ბესელიამ პარტიიდან გარიცხვა უარყო
თბილისის ერთ-ერთ ინტერნეტსაიტ "Fforum.ge"-ს ინფორმაციით, "ბესელია პარტიიდან ოქრუაშვილის ბრძანებით თეო ტლაშაძემ გააგდო".
"მე არ ვიცი, სად რა ვრცელდება. ეს სისულელეა", - განაცხადა თეო ტლაშაძემ. ეკა ბესელიას თქმით კი ეს ინფორმაცია სრული აბსურდია. "დღეს რომ პირველი აპრილი იყოს, ვიფიქრებდი, რომ საპირველაპრილო ხუმრობაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" წევრ ლევან ტერაშვილის განცხადებით, "პარტია ცოცხალი ორგანიზმია. შეიძლება სხვადასხვა საკითხზე კამათიც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე პარტიიდან გაირიცხა".