თარგამაძე დაბრუნდა - კვირის პალიტრა

თარგამაძე დაბრუნდა

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან საქართველოს ჰქონდეს კარგი და ახლო ურთიერთობა. "სწორედ ეს არის ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში ჩემი

შეყოვნების მიზეზიც", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

მან ვინმე კონსტანტინე ყიფიანთან ნაცნობობა და მასთან საუბარი არ უარყო, გავრცელებულ ჩანაწერებს კი "სრული სისულელე" უწოდა. "ამ საუბრებში მნიშვნელოვანი არაფერი  ყოფილა და თუკი ვინმეს ჩემი ყოველდღიური საუბრები ასე ძალიან აინტერესებს, შეუძლია მომავალშიც მისმინონ", - დასძინა მან. დეპუტატს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია ოპოზიციის ბრალდებები ქურდულ სამყაროსთან მისი კავშირის შესახებ.