ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო - კვირის პალიტრა

ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

ოპოზიციის წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობა მეტროსადგურ "წერეთლიდან" "დიდუბის" მიმართულებით დაიწყო.  აქციის მონაწილენი მსვლელობის

პარალელურად წერეთლის გამზირზე ე. წ. პოლიტპატიმრების პლაკატებს აკრავდნენ.

აქციაში მონაწილეობდნენ: "კონსერვატორები" ბიძინა გუჯაბიძე და კახა კუკავა; "ხალხის პარტიიდან" ალექსანდრე შალამბერიძე, "მოძრაობა ერთიანი საქართველოს",  "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერები. როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე, უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი აქციები გაიმართება მანამდე, სანამ საქართველოში ერთი უკანონო პატიმარი იქნება.