სოხუმში უცხოელი ჟურნალისტები დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

სოხუმში უცხოელი ჟურნალისტები დააყაჩაღეს

ესპანელი და იტალიელი ჟურნალისტები, რომლებიც აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული, სოხუმში დააყაჩაღეს, ფული და

ტექნიკა წაართვეს, რის შემდეგაც ე.წ. უშიშროების სამსახურის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაკავებული. "ესპანელი და იტალიელი ჟურნალისტები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ენგურის ხიდზე გადმოვიდნენ და ამჟამად ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან", - განაცხადეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მედიაცენტრში.