"გაჩეჩილაძე პრობლემაა, ალასანია კი არჩევანის ზღვარზე დგას"
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ ის დარჩა იმ
დროში, როდესაც სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. ახლა კი გაჩეჩილაძე ქართული პოლიტიკისთვის უკვე პრობლემაა. ხიდაშელი ირაკლი ალასანიასაც შეეხო და განაცხადა, რომ ალასანია არჩევანის ზღვარზე დგას.

მისი თქმით, თითოეული დაყოვნებული დღე ალასანიას საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხიდაშელის განმარტებით, ალასანია არ წასულა ნოღაიდელთან და ჭადრაკის სასახლეში მისი მისვლა საგარეო ორიენტირების შეცვლას არ ნიშნავს. ხიდაშელის განცხადებით, "ირაკლი ალასანია
"ალიანსშია" და "ალიანსი" არ დაშლილა. ირაკლი ალასანია არის შენაძენი ქართული პოლიტიკისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დარჩეს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!