"საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა"

ჭადრაკის სასახლეში  ''საზოგადოებრივი დარბაზის'' ინიციატივით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეთა შეკრება

გაიმართა. შეკრებაზე ოპოზიციური ერთობისა და თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის დასახელებისთვის მზადყოფნა გამოითქვა.

პოლიტიკური პარტიებიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების", "მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა "დაიცავი საქართველოს", "კონსერვატიული პარტიის", "ხალხის პარტიის", "მოძრაობა "ქრისტიანული საქართველოს" ლიდერები.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნუკრი ქანთარიამ, ნონა გაფრინდაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა.

"საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა დიდი კოშმარის დასრულებამდე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისამდე," - ასეთი განცხადება გააკეთა "საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ.

მისივე აზრით, ირაკლი ალასანიამ გადადგა ნამდვილი ლიდერის ნაბიჯი, როდესაც თანხმობა განაცხადა ღია კონსულტაციებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.