საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან გაიმართა
01-03-2010
ოპოზიციამ უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მთავარი პროკურატურის შენობასთან გამართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა
"სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიული პარტიის" და "ხალხის პარტიის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დღეისთვის რეგისტრირებულია 40-მდე უკანონო პატიმარი.

მოეწყო საპროტესტო მსვლელობა, რომლის მიმდინარეობის დროსაც აქციის მონაწილეებმა შენობებზე პოლიტპატიმრების პლაკატები გააკრეს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, საპროტესტო აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, პერმანენტულად, ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები