"მაგისტრალი გასაიდუმლოებული პროექტით შენდება"
მოძრაობა "რატომ?" თბილისის მერიას ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩის მაგისტრალის კანონდარღვევით მშენებლობაში ადანაშაულებს.

- ვერავინ მოიპოვა პროექტი, რადგან ასეთი არ არსებობს, მშენებლობა და პროექტირება ერთდროულად მიმდინარეობს, რაც კანონის დარღვევაა. ხეების უზარმაზარი მასივი იჭრება და არ არსებობს გარემოს დაცვის დასკვნა, რა გავლენას მოახდენს მწვანე ზოლის განადგურება გარემოსა და ეკოლოგიაზე, - აღნიშნა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ ჭიქაშვილმა.

მისივე განცხადებით, ინვესტიციებს და მშენებლობას არ აპროტესტებენ, თუმცა მოითხოვენ, რომ ეს კანონის დაცვით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა