პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა
01-03-2010
28 თებერვალს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პაატა ბურჭულაძე
ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მისთვის უდიდესი პატივია. კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"დაბრუნდით საქართველოში, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ თქვენ არაფერი გაგიჭირდებათ. ადამიანმა არ უნდა დატოვოს თავისი საუნჯე და სხვაგან წავიდეს. სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა-წყალი. ეს არის
ქართველი ადამიანი, ჩვენი ენა, ანბანი, ეს არის ჩვენი კულტურა, მეცნიერება. ჩვენ თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და უნდა ვზიდოთ ის ტვირთი, რომელიც უფალმა მოგვცა. არ ველოდი, რომ ასე ადვილად წავიდოდა დიდი რაოდენობით ქართველი უცხოეთში. ვიცი, რომ ისინი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ სჯობს ვიყოთ  გაჭირვებაში, მაგრამ
ჩვენს სამშობლოში"", - აღნიშნა უწმინდესმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები