მარიამ ლორთქიფანიძეს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა - კვირის პალიტრა

მარიამ ლორთქიფანიძეს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

ისტორიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

წმინდა გიორგის ოქროს ორდენი ღვაწლმოსილ ისტორიკოსს ერისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს ჯილდო საპატრიარქოში გადასცა.