ჩილეში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია
ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია, - ამის შესახებ ტელეკომპანია ბი-ბი-სი იუწყება.

დაზარალებულთა რაოდენობა კი, ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, თითქმის მილიონია.

მისივე თქმით, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბევრ რაიონში დაზიანებულია ავტომაგისტრალები, ხიდები, ჩამოინგრა ან დაზიანდა შენობები. სანტიაგოს გარეუბანში ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

მიწისძვრა 27 თებერვალს, 06:34 საათზე დაიწყო. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოდან 325 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 8,8 ბალი შეადგინა. ეს ჩილეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა
იყო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?