ჩილეში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია - კვირის პალიტრა

ჩილეში დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია

ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია, - ამის შესახებ ტელეკომპანია ბი-ბი-სი იუწყება.

დაზარალებულთა რაოდენობა კი, ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, თითქმის მილიონია.

მისივე თქმით, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბევრ რაიონში დაზიანებულია ავტომაგისტრალები, ხიდები, ჩამოინგრა ან დაზიანდა შენობები. სანტიაგოს გარეუბანში ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

მიწისძვრა 27 თებერვალს, 06:34 საათზე დაიწყო. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოდან 325 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 8,8 ბალი შეადგინა. ეს ჩილეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.