"ალასანიამ ლელო უნდა გაიტანოს" - კვირის პალიტრა

"ალასანიამ ლელო უნდა გაიტანოს"

"ქართულმა აკადემიამ" 24 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისის მერობის კანდიდატად " ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია

დაასახელა.

"გეკითხებით თქვენ, 24 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც აქ შევიკრიბეთ და ასევე იმ უამრავ პირს, რომლებიც ახლა ამ დარბაზში სხედხართ, ხართ თუ არა თანახმა, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ირაკლი ალასანია დავასახელოთ? იმედი მაქვს, ეს წუთი და ეს წამი სანანებელი არ გაგვიხდება", - მიმართა კალათბურთის სასახლეში გამართული შეხვედრის მონაწილეებს "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ.

"დღეიდან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ირაკლი ალასანია, რაც სხვა პოლიტიკურ პარტიებს იმაზე დააფიქრებს, რომ გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და არა  გაუთავებელი კონსულტაცია. ირაკლი ალასანიამ  ლელო უნდა გაიტანოს და რაგბის ბურთი საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის ოთახში დადოს", - აღნიშნა ქანთარიამ, რომელმაც ირაკლი ალასანიას სიმბოლურად რაგბის ბურთი გადასცა.