მოსკოვში ნინო ბურჯანაძეც ჩავიდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში ნინო ბურჯანაძეც ჩავიდა

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქს 3 მარტს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ

ვლადიმირ პუტინთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის მოადგილე გრიგოლ კარასინთან.

ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტი ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია და განაცხადა: "შეცდომაა ანტირუსული ისტერია, რითაც რეალურად რუსულ საქმეს აკეთებ და კეტავ ყველა გზას ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

არ არსებობს პრობლემური თემა, საიდანაც არ იყოს გამოსავალი, თუკი მათი გადაჭრა ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. დიპლომატიურ ეტიკეტს არ დავარღვევ და შეხვედრების დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ შეხვედრები კონსტრუქციული და შედეგიანი იყო".