პრეზიდენტი დებატებში გამოიწვია - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი დებატებში გამოიწვია

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში სასაუბროდ მიიწვია. "ბევრს რომ

ლაპარაკობს მთავრობა, გამობრძანდეს პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში და ილაპარაკოს ჩემთან ერთად, თქვას, აფრთხილებდა თუ არა ნინო ბურჯანაძე, რომ საომარ მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში ის კატასტროფა მოხდებოდა, რომელშიც ვართ.

გავაფრთხილე თუ არა, არ ელანძღა უკანასკნელი სიტყვებით რუსეთი და პუტინი და შეესრულებინა ის დაპირებები, რასაც ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების თაობაზე იძლეოდა, ან არ დაჰპირებოდა. სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, ვახერხებდი ქვეყნისთვის ომი თავიდან ამეცილებინა", - აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს, რომ მას რუსეთთან რეალისტური პოზიცია უკავია.