"ევროკავშირი რეალური მხარდაჭერისთვის გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი რეალური მხარდაჭერისთვის გვჭირდება"

პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიგელ ანხელ მორატინოსთან

შეხვედრაზე საქართველოში მომავალი არჩევნების საკითხი დასვა.

"ამ არჩევნებზე ევროკავშირი გვჭირდება არა იმისთვის, რომ განცხადებები აკეთოს და კერძო შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილს უთხრას, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, არამედ გვჭირდება რეალური მხარდაჭერა, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მიგელ ანხელ მორატინოსთან შეხვედრაზე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და საპარლამენტო ოპოზიციიდან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე იმყოფებოდნენ.