"ევროკავშირი რეალური მხარდაჭერისთვის გვჭირდება"
08-03-2010
პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიგელ ანხელ მორატინოსთან
შეხვედრაზე საქართველოში მომავალი არჩევნების საკითხი დასვა.

"ამ არჩევნებზე ევროკავშირი გვჭირდება არა იმისთვის, რომ განცხადებები აკეთოს და კერძო შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილს უთხრას, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, არამედ გვჭირდება რეალური მხარდაჭერა, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მიგელ ანხელ მორატინოსთან შეხვედრაზე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, პარტია
"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და საპარლამენტო ოპოზიციიდან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე იმყოფებოდნენ.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები