"ვაფრთხილებთ სააკაშვილს და უგულავას, გაგანადგურებთ" - კვირის პალიტრა

"ვაფრთხილებთ სააკაშვილს და უგულავას, გაგანადგურებთ"

"მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ახმეტელთან" გამართულ აქციაზე, რომელიც უკანონო

პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა, "კონსერვატიული პარტიის" აქტივისტ კოტე ჩიქოვანს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა სცემეს.

ნოღაიდელის განცხადებით, ინციდენტის დროს იქ მყოფ სამართალდამცველებს, რეაგირება არ მოუხდენიათ. "მინდა ვუთხრა მათ, რომ ვიპოვით ამ პირებს და ხელ-ფეხს დავამტვრევთ. ვაფრთხილებთ სააკაშვილსა და უგულავას, გაგანადგურებთ", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.