ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" 6 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართა საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტელემარათონის ფორმატში "რუსთავი 2"-ისა და ისრაელში
მაუწყებელი ქართული ტელეკომპანია "ჯი-თი-ვის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი.
ჯაკომინისა და პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგნენ "იავნანას" მეგობრები და მხარდამჭერები: ნანი ბრეგვაძე, დათო ევგენიძე, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე და სხვები.