მსვლელობა "ქართვლის დედის" ძეგლისკენ - კვირის პალიტრა

მსვლელობა "ქართვლის დედის" ძეგლისკენ

ქრისტიან-დემოკრატების”ორგანიზებულ მსვლელობაში ევროპის მოედნიდან "ქართვლის დედის" ძეგლისკენ 500-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. როგორც საპარლამენტო

უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ  განაცხადა, მსვლელობით სურთ, შეახსენონ საზოგადოებას, რა ისტორიული ფუნქცია ჰქონდა დედას საქართველოს ცხოვრებაში.

გიორგი თარგამაძემ ქართველ დედებს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მყოფთ, დედის დღე მიულოცა. "ისინი მძიმე ცხოვრებით ცხოვრობენ და იძულებული არიან, ოჯახების სარჩენად უცხოეთში იმუშაონ", - აღნიშნა თარგამაძემ. მან უსურვა მამაკაცებს, "ისე მოეწყოთ ცხოვრება, რომ ქალებს, დედებს უცხოეთში წასვლა და იქ მუშაობა აღარ უწევდეთ".