"ოპოზიცია არაკომპეტენტურია და ამიტომაც ეშინია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია არაკომპეტენტურია და ამიტომაც ეშინია"

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს ყაზბეგში შესაძლო

დივერსიული ჯგუფების გადმოსხმაზე, ყაზბეგის დაკარგვის საშიშროებასა და მუდმივი პროვოკაციების კერის გაჩენაზე. გიგა ბოკერია ოპოზიციონერების შიშს ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის გამო მხოლოდ მათ არაკომპეტენტურობას უკავშირებს.

ბოკერიას თქმით, ლარსის გახსნა არც ზრდის და არც ამცირებს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს    მას ელემენტარული ლოგიკა და საღი აზრი აძლევს. გიგა ბოკერია ამტკიცებს, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტი მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის იხსნება და ვერ ხვდება, რა მანიპულაციებით უკავშირებს ოპოზიცია ამ გარემოებას სამხედრო საფრთხეს. "ვერ მოვისმინე ვერც ერთი რაციონალური არგუმენტი", - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ოპოზიციონერებს ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება აქვთ, მაგრამ ისურვებდა, კითხვები უფრო კომპეტენტური იყოს.