#1 სეპარატისტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

#1 სეპარატისტი გარდაიცვალა

აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვლადისლავ არძინბა

მოსკოვის საავადმყოფოში 26 თებერვალს მოათავსეს. როგორც მისმა ქვრივმა განაცხადა, არძინბა სოხუმიდან მოსკოვში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ბოლო წლებში არძინბას მძიმე ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. მისი ზუსტი დიაგნოზი არ კონკრეტდებოდა, ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ არძინბას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.