აფეთქება ტყიბულის მაღაროში - კვირის პალიტრა

აფეთქება ტყიბულის მაღაროში

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მსხვერპლით დასრულდა, დაიღუპნენ 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან

კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. მძიIმეა დაშავებული ბესო ზოსიაშვილის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობა და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.

ტყიბულის მაღაროში აფეთქება 3 მარტს, დაახლოებით, 05.00 საათზე მოხდა, მიზეზი მეთანის გაჟონვა იყო.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელი "საქნახშირი", "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობის სფერო ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და რეალიზაციაა.

ტყიბულის მაღაროში ტრაგიკული შემთხვევის გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 მარტი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღედ გამოაცხადა.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაში გელა და დავით ბეჟუაშვილებს ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, კომპანია, რომელიც ტყიბულში იმ მაღაროს ამუშავებს, სწორედ ბეჟუაშვილებს ეკუთვნით.