აფეთქება ვანში
08-03-2010
ერთი კაცი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ვანის რაიონში აფეთქების შედეგად. შემთხვევა სოფელ ყუმურში, ჯულაყიძეების ოჯახში მოხდა. აფეთქების ხმა მაშინ გაისმა,
როდესაც სუფრასთან ოჯახის წევრებთან ერთად ნათესავებიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის დავით ჯულაყიძემ განსხვავებული სასმისით ღვინის შესმა გადაწყვიტა და ამისათვის  გამოიყენა ჭურვი, რომელიც მოქმედებაში მოვიდა.

დავით ჯულაყიძე ხონის რაიონში სამხედრო ნაწილში მსახურობდა და ჭურვი ნაწილიდან ჰქონდა წამოღებული. დაშავებული ექვსი კაციდან ერთ-ერთს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

აღიძრა სისხლის
სამართლის საქმე, რომელსაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა იძიIებს.

Solveig
06 ივნისი 2010 18:42
ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი რამ მოხდა.
ძალიან სამწუხარო ამბავია და თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, აბსურდამდე მისული გაუფრთხილებლობაა....
ლიკა
09 მაისი 2010 19:00
დასკვნა : განსხვავებულ სასმისს კარგი არაფერი მოაქვს :))))))))))))))))))))))))))))))))))

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები