აფეთქება ვანში - კვირის პალიტრა

აფეთქება ვანში

ერთი კაცი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ვანის რაიონში აფეთქების შედეგად. შემთხვევა სოფელ ყუმურში, ჯულაყიძეების ოჯახში მოხდა. აფეთქების ხმა მაშინ გაისმა,

როდესაც სუფრასთან ოჯახის წევრებთან ერთად ნათესავებიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის დავით ჯულაყიძემ განსხვავებული სასმისით ღვინის შესმა გადაწყვიტა და ამისათვის  გამოიყენა ჭურვი, რომელიც მოქმედებაში მოვიდა.

დავით ჯულაყიძე ხონის რაიონში სამხედრო ნაწილში მსახურობდა და ჭურვი ნაწილიდან ჰქონდა წამოღებული. დაშავებული ექვსი კაციდან ერთ-ერთს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა იძიIებს.