ილია II-მ ხელისუფლებას მიმართა - კვირის პალიტრა

ილია II-მ ხელისუფლებას მიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაგმო ტელეკომპანია "იმედში"გასული სიუჟეტი და ხელისუფლებას მიმართა: "არ შეიძლება უკონტროლო

იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს  გადასცემდეს. ამ გადაცემით შეურაცხყოფილია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და ქართული ჯარი, რადგან სიუჟეტში ასახულია, თუ როგორ გადადის ჯარის ნაწილი მტრის ბანაკში.

''ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ", - ბრძანა უწმინდესმა.