ხალხს მსგავსი საწამლავით არ უნდა წამლავდნენ - კვირის პალიტრა

ხალხს მსგავსი საწამლავით არ უნდა წამლავდნენ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებაში დაგმო ტელეკომპანია "იმედში" გასული გადაცემა და აღნიშნა, რომ გადაცემის

ავტორები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ და ასეთ შემთხვევაში არჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს.

მეუფე გრიგოლის თქმით, ეს არის გადაცემის ავტორთა სულის გამოძახილი და თუნდაც მისი მოდელირება, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მიუღებელია. "პანიკაში ჩააგდეს მოსახლეობა, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ ჯარს, რომელიც მკერდით იცავდა საქართველოს.

და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ეს რომ რომელიმე სხვა ტელევიზიას გაეკეთებინა, პასუხს აუცილებლად აგებინებდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც სტრესში ჩავარდნილ ხალხს მსგავსი საწამლავით ტელევიზიები არ უნდა წამლავდნენ. ის, რაც დღეს ვთქვი, უნდა მეთქვა, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთ დროს დუმილი ღალატის ტოლფასია", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.