გიორგი არველაძე თავს იმართლებს - კვირის პალიტრა

გიორგი არველაძე თავს იმართლებს

"ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპ"-ის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის შეფასებით,  იმიტირებული გადაცემისას უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი, რომ

რიგი კატაკლიზმები უკანასკნელი ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მოხდებოდა, თუმცა, მიაჩნია, რომ მთავარი იმ მოვლენათა სწორად შეფასებაა, რაც მართლა მიიყვანს ქვეყანას უბედურებამდე.

"ვიცი, ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა... უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს, საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრად დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა", - აცხადებს არველაძე.

არველაძემ ბოდიში, რომელიც უფრო თავის მართლების შინაარსით არის გაჯერებული, ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა. 13 მარტის საღამოს კი ტელეკომპანიის შესასვლელთან შეკრებილ ხალხთან გასვლა ვერ გაბედა ან არ იკადრა.