"იმედმა" რუსული მედიაც მოატყუა - კვირის პალიტრა

"იმედმა" რუსული მედიაც მოატყუა

ქართული ტელეკომპანიის მიერ გაშვებული დეზინფორმაციით აქტიურად დაინტერესდა რუსული მედია.

"იმედით" გადაცემული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო აგრესია განაახლა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიკვიდრებულია, თავდაპირველად "ინტერფაქსმაც" გაავრცელა.

თუმცა, სააგენტომ მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს მხოლოდ მოდელირებული რეპორტაჟის ნაწილი იყო.