გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება - კვირის პალიტრა

გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება

13 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" "მოდელირებულმა "ქრონიკამ" უამრავ მოქალაქეს შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ეს ინფორმაცია თბილისის

სასწრაფო დახმარების სადგურში (033) დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძახებათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სასწრაფო სამსახურის მონაცემებით, იმატა გამოძახებებმა, რომელთა შემთხვევაში ძირითადად ელდის საფუძველზე ბავშვების კრუნჩხვაში ჩავარდნა და გონების დაკარგვის შემთხვევები დაფიქსირდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში არ დადასტურდა 13 მარტს გავრცელებული ინფორმაცია ჯარისკაცის დედის სიკვდილის თაობაზე.