აქცია "იმედის" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

აქცია "იმედის" წინააღმდეგ

14 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული "მოდელირებული "ქრონიკის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სასტუმრო "ივერიის" წინ

200-მდე კაცი მივიდა.

გადაწყდა, რომ აღნიშნულთან" დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მიმართვა იგეგმება დიპლომატიური კორპუსისა და ქართული ჯარისადმი, რომელიც, მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დაჩი ცაგურიას განმარტებით, იმის გამო, რომ  პროცესი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ პოზიციათა ჭიდილში, მიმართვის ტექსტი პოლიტიკური პარტიების გარეშე უნდა შემუშავდეს. ამისათვის მან პოლიტიკურ პარტიებს ბოდიში მოუხადა.