გაჩეჩილაძე რამდენიმე დღეში ალაპარაკდება - კვირის პალიტრა

გაჩეჩილაძე რამდენიმე დღეში ალაპარაკდება

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებ ლევან გაჩეჩილაძე რამდენიმე დღე არაფრის თქმას არ აპირებს.

ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა ლაშა ნაცვლიშვილის სახლში შედგა.

ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე ლაპარაკი იყო ოპოზიციურ ძალთა შორის წინასაარჩევნო კოორდინირებულ მუშაობაზე.

მისივე თქმით, იქნება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატი, ამის შესახებ იგი თავად ისაუბრებს. ალასანიას განცხადებით, - "დღეს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველთან ურთიერთობაა.