ვაკეში კუკავა იბრძოლებს, ჩუღურეთში - გუჯაბიძე - კვირის პალიტრა

ვაკეში კუკავა იბრძოლებს, ჩუღურეთში - გუჯაბიძე

"კონსერვატიულმა პარტიამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კუკავა, ჩუღურეთში კი ბიძინა

გუჯაბიძე დაასახელა.

პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით,  კუკავასა და გუჯაბიძეს დიდი პოლიტიკური და სამეურნეო გამოცდილება აქვთ. ისინი წინა მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ.

ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელებას 1024-ვე მაჟორიტარულ ოლქში აპირებენ, რომლებიც პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში კი, პრაიმერის ჯგუფის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგებიან.