ბერეზოვსკი სააკაშვილთან ბათუმში შეხვედრას უარყოფს - კვირის პალიტრა

ბერეზოვსკი სააკაშვილთან ბათუმში შეხვედრას უარყოფს

ბორის ბერეზოვსკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ბათუმში შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა

აღნიშნავს, რომ "მზად არის შეხვდეს ყველას, ვისაც სურს საქართველოს დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილად გახდომა".

სააკაშვილისა და ბერეზოვსკის ბათუმში კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ განცხადება მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა. შაშიაშვილის მტკიცებით, სააკაშვილი-ბერეზოვსკის შეხვედრა ზუგდიდელი ბიზნესმენის, ვინმე ქარჩავას ორგანიზებული იყო.