მოსკოვს ქართული სტრატეგიის წარმატებისა არ სჯერა - კვირის პალიტრა

მოსკოვს ქართული სტრატეგიის წარმატებისა არ სჯერა

მოსკოვის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია რადიკალურ ცვლილებებს უკვე ვეღარ მოიტანს.

დოკუმენტი კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებას გამორიცხავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, ახალ ქართულ სტრატეგიას იგი იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ომისა და ძალადობის უპერსპექტივობა გაიაზრა.

"სამწუხაროა, რომ ასეთი კონცეფცია მხოლოდ ახლა გაჩნდა. ეს ახალი კონცეფცია 3-4 წლის წინ რომ წარმოედგინათ, ფასდაუდებელი იქნებოდა. თუმცა, მაშინ საქართველოს ხელისუფლება "ჩართულობასა" თუ "თანამშრომლობაზე" საერთოდ არ ფიქრობდა. იგი ამ რესპუბლიკების მომხრჩობი ბლოკადით და მათზე სამხედრო თავდასხმის მომზადებით იყო დაკავებული", - განაცხადა ნესტერენკომ. მისივე შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენება სრულიად არაადეკვატურია.