დეზერტირობაში ბრალდებული შველას ითხოვს... - კვირის პალიტრა

დეზერტირობაში ბრალდებული შველას ითხოვს...

"ქრისტიან-დემოკრატ" ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, 30 წლის ნადიმ ცერცვაძე გლდანის ციხის საავადმყოფოში გეგუთის კოლონიიდან გადაიყვანეს.

დეპუტატის ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა, ახლა წელს ქვემოთ პარალიზებულია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

ლალიაშვილის ინფორმაციით, ნადიმ ცერცვაძე ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ომის დამთავრების შემდეგ კი ბაზაზე მხოლოდ იმიტომ ვერ გამოცხადდა, რომ მისი მეუღლე მშობიარობდა. ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, ცერცვაძეს 5 წელი აქვს მისჯილი.