თურქეთში ტრანზიტული გადასახადი შემოიღეს - კვირის პალიტრა

თურქეთში ტრანზიტული გადასახადი შემოიღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გადასახადი მიმდინარე

წლის პირველი მაისის შემდეგ გახდება სავალდებულო.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განკარგულებით, თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული მოძრაობისთვის დაწესებული საფასურის გადახდას დაექვემდებარა დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების, დახურული ძარის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი, განურჩევლად წონისა. მათ შორის, სავარძლებისა და მინების არმქონე მიკროავტობუსებიც.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ტვირთის გადასატანად გადაკეთებული, ტრანზიტული ნომრების მქონე მიკროავტობუსებით თურქეთის გავლით საქართველოში მოემგზავრებოდნენ. ამიტომაც თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, გამონაკლისის სახით,  2010 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს მოქალაქეები ტრანზიტული გავლის გადასახადისგან გაათავისუფლა", - აღნიშნულია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.