"ჩანაწერი ფაბრიკაციაა" - კვირის პალიტრა

"ჩანაწერი ფაბრიკაციაა"

ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც თითქოს ეკა წამალაშვილი და გიორგი არველაძე საუბრობენ. როგორც ჩანაწერში არველაძე

წამალაშვილს ეუბნება, სააკაშვილი არა მარტო ტიტრის დადების, არამედ გადაცემის დასაწყისში ინსცენირების თაობაზე განმარტების გაკეთების წინააღმდეგიც იყო.

"ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს: "ეს არის პროვოკაცია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულ საიტზე გამოქვეყნდა და ის რეზონანსი, რაც გადაცემას მოჰყვა, მომგებიანად შეაფასეს.

ასე შეიძლება დალაი-ლამას ან რომის პაპთან ჩემი საუბარიც გაკეთდეს", - განაცხადა არველაძემ. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში არველაძე ახსენებს გია ნოდიასა და ზურაბ დავითაშვილს და ამბობს, რომ მათ სცენარი ნახეს და მოიწონეს. მოგვიანებით გია ნოდიამაც დაადასტურა, რომ მოდელირებული "ქრონიკის" სცენარს იცნობდა.