"ტელეიმედთან" საპროტესტო აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

"ტელეიმედთან" საპროტესტო აქცია გაიმართა

ახალგაზრდული მოძრაობები "მოდელირებული "ქრონიკის" ტელეეთერში გაშვების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ

"ტელეიმედთან"  აქცია გამართეს. როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან ერთად უნდა დადგეს "იმედის" ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც. აქციის მონაწილეებმა ასევე, მოითხოვეს, "ტელეიმედი" კანონიერ მფლობელს, პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის "რატომ" წევრმა დავით ფაცაციამ განაცხადა, ტელეკომპანია ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, რაც მსხვერპლით დამთავრდა. "იმედი" ჩვენი საზოგადოების იმედი იყო და დღეს კი უიმედობად იქცა". აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს ტელევიზორი, რომელსაც "იმედის" გადახაზული ლოგო ჰქონდა მიკრული.