საპროტესტო აქცია მოდულთან - კვირის პალიტრა

საპროტესტო აქცია მოდულთან

მოდულთან უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.

კონსერვატორების" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ისინი შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ უკანონო პატიმრებს, მათ შორის ცოტნე გამსახურდიასა და ეკა ბესელიას ოჯახის წევრებს. მისი თქმით, "მოდული არის "სააკაშვილის კრაზანების ბუდე", სადაც არაერთი უკანონობა იგეგმება".

ძიძიგურის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა უკანონო პატიმრის საქმის გამო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.