მოდელირებულ "ქრონიკას" ორი კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მოდელირებულ "ქრონიკას" ორი კაცი ემსხვერპლა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, მოდელირებული "ქრონიკის" შედეგად კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში ორი კაცი

გარდაიცვალა.

ორგანიზაციის ცნობით, მათ ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ 13 მარტის ღამეს  გასვლა ხუთ შემთხვევაზე მოუწიათ, აქედან ორ ოჯახში პაციენტები გარდაცვლილი დახვდნენ. "ერთი შემთხვევა მოხდა გორის რაიონის სოფელ არბოში, სადაც 45 წლის ავთო კაპანაძე გარდაიცვალა, ხოლო სოფელ მარანაში 73 წლის ლამარა ბუბნიაშვილი ჰიპერტონიული კრიზისა და კომაში ჩავარდნის შემდეგ ვეღარ გამოიყვანეს მდგომარეობიდან", - განუცხადა ორგანიზაციას მორიგე-ოპერატორმა.