მაია ფანჯიკიძე ელჩობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

მაია ფანჯიკიძე ელჩობიდან გაათავისუფლეს

"მაია ფანჯიკიძე ელჩობიდან ჩემთან ნათესაური კავშირის გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომლის

თქმით, მაია ფანჯიკიძე ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი იყო ბოლო წლების განმავლობაში.

"მაიას როტაციული წესით ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გამორიცხული არ არის, ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს", - განაცხადა ალასანიამ.   ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი მაია ფანჯიკიძე, რომელიც  დიპლომატიურ სარბიელზე 16 წელი საქმიანობდა, თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაათავისუფლეს.

გადაყენების საბაბად ჰოლანდიაში ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისა და მისი მეუღლის ამასწინანდელი დაპატიმრებისადმი ელჩის უყურადღებო დამოკიდებულება სახელდება, ხოლო არაოფიციალურ მიზეზად ირაკლი ალასანიასთან მისი ახლო ნათესაური კავშირი.