მიხეილ სააკაშვილმა გარი კასპაროვს გმირი უწოდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა გარი კასპაროვს გმირი უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს მოჭადრაკეს და პარტია "სოლიდარნოსტის" ლიდერ გარი კასპაროვს სამოქალაქო სიმამაცისთვის გმირი უწოდა.

"მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თქვენი ვაჟკაცობისა და სამოქალაქო სიმამაცის გამო, რომელსაც მე გმირობას დავარქმევდი. მოჭადრაკის აზროვნებიდან საერთო-პოლიტიკურ აზროვნებაზე ასე გადასვლას მხოლოდ თქვენ შეძლებდით.

რასაც ახლა აკეთებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანების ცხოვრებას რეალურად ცვლის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კასპაროვთან შეხვედრაზე. კასპაროვის შეფასებით კი პოლიტიკაში შედეგის მიღწევის გზა საჭადრაკო დაფისგან განსხვავებით ნათელი და კონკრეტული არ არის. "თუმცა, თქვენ მართალი ხართ, შედეგი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვარ პოლიტიკაში", - დასძინა გარი კასპაროვმა.