"რუსეთში ვიზიტები დაღუპული ჯარისკაცების შეურაცხყოფაა" - კვირის პალიტრა

"რუსეთში ვიზიტები დაღუპული ჯარისკაცების შეურაცხყოფაა"

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  განაცხადეს, რომ ნოღაიდელისა და ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტები

მათი შვილების ხსოვნის შეურაცხმყოფელია. ზურაბ ნოღაიდელმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების აქცია მიხეილ სააკაშვილის მანიპულირებულ მოქმედებად შეაფასა. "მიხეილ სააკაშვილმა გაუბედურებული მშობლები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, რაც ბინძური საქციელია", - განაცხადა   ნოღაიდელმა.