პრაიმერისტებმა "ეროვნული საბჭო" აღადგინეს - კვირის პალიტრა

პრაიმერისტებმა "ეროვნული საბჭო" აღადგინეს

პრაიმერში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა "ეროვნული საბჭოს" აღდგენის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. როგორც "მოძრაობა "სამართლიანი

საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ეროვნული საბჭოს მიზნები და ამოცანები იქნება ბრძოლა თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის, რათა ყველა ოჯახში დაბრუნდეს კეთილდღეობა, საქართველო იყოს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული ქვეყანა.

"დღეს იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც მატერიალური პრობლემა არ ჰქონდეს. "დემოკრატიული ფასეულობები" და დასავლური ღირებულებები საქართველოში დისკრედიტებულია. დაჩოქილი საქართველო "ეროვნულმა საბჭომ" უნდა წამოაყენოს. გვიფრთხილდეს ყველა, ვინც ჩვენთვის ხელის შეშლას აპირებს. საქართველო უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.