გაიმართება ოპოზიციური პარტიების შეკრება - კვირის პალიტრა

გაიმართება ოპოზიციური პარტიების შეკრება

"ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივით 22 მარტს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. "ლეიბორისტული პარტიის"

თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით "იმედის" ეთერში სააკაშვილის რეჟისორობით გასულმა სიუჟეტმა, რეალური ვითარება შეცვალა და აუცილებელი გახადა სასწრაფო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში ვითარება დაძაბოს, რადგან ეს ყველაზე მეტად მას აძლევს ხელს. ამიტომაც აუცილებელია გამოსავლის პოვნა და მსჯელობა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა მშვიდობიანი გზით დანაშაულებრივი რეჟიმისგან.

ნათელაშვილის განცხადებით, შეკრების თაობაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უკვე შედგა და 22 მარტის შეხვედრას საქართველოში მოქმედი ყველა კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრება.