"ქრისტიან-დემოკრატები" საბაჟოზე მორიგეობას იწყებენ - კვირის პალიტრა

"ქრისტიან-დემოკრატები" საბაჟოზე მორიგეობას იწყებენ

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები საბაჟო პუნქტზე მორიგეობასა და საბაჟო პროცედურების გაკონტროლებას აპირებენ. "პირადად ვიმორიგევებ

ლაგოდეხის საბაჟოზე და გაბედოს ვინმემ და ქართველ გლეხს არ შემოატანინოს კანონით დაშვებული დიზელის რაოდენობა", - განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

მისი თქმით, დღეისათვის აზერბაიჯანში დიზელის საწვავის ფასი 90 თეთრია, მაშინ, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში - ლაგოდეხის რაიონში მისი ფასი 1 ლარსა და 75 თეთრს აღწევს. ლალიაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 265) ავტომანქანის ავზში არსებული საწვავის შემოტანა გადასახადისგან გათავისუფლებულია.

"მიუხედავად ამისა, საბაჟოს აქვს მიცემული საიდუმლო ბრძანება, რომ მოქალაქეებს არ შემოატანინონ არც ერთი წვეთი დიზელი. მებაჟეები სულს ხდიან ხალხს და აზერბაიჯანში მიმავალ გლეხებს იმასაც კი აიძულებენ, საზღვარი მხოლოდ გავსებული ავზებით გადაკვეთონ. კანონს ვერც ერთი მებაჟე ვეღარ დაარღვევს და გლეხობაც შეძლებს დიზელის იაფად მიღებას", - ამბობს ნიკოლოზ ლალიაშვილი.