პრეზიდენტმა დაზარალებული ოჯახები მოინახულა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა დაზარალებული ოჯახები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  წეროვანში ის ოჯახები მოინახულა, რომელთა სახლებიც ძლიერი წვიმების გამო დაიტბორა. მიხეილ სააკაშვილმა

მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს.

"აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.