სტიქიის შედეგების დაძლევაზე მთავრობამ იმსჯელა - კვირის პალიტრა

სტიქიის შედეგების დაძლევაზე მთავრობამ იმსჯელა

"ყველა საგზაო მაგისტრალი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სტიქიის გამო ჩაიკეტა, უკვე გახსნილი და გაწმენდილია", - განაცხადა  მთავრობის სხდომაზე რეგიონული

მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა. მისი განმარტებით, საკმაოდ მძიმე ვითარება იყო ონსა და ცაგერში, ეს  რაიონები, პრაქტიკულად, მოწყვეტილი იყვნენ საქართველოს. სამწუხაროდ, სტიქიის დროს ცაგერში ერთი კაცი დაიღუპა.

სტიქიამ გარდა რაჭისა, პრობლემები შექმნა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სხვა რაიონებში. მინისტრის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა განისაზღვროს დახმარება, რომელიც მათ სჭირდებათ.