"გზამშენი 11"-ის მუშებმა შიმშილობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

"გზამშენი 11"-ის მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

"გზამშენი 11"-ის მუშებმა ლილოს დასახლებაში შიმშილობა დაიწყეს. პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, "წელიწადზე მეტია, "გზამშენი 11"-ის მუშები

ხელფასებს ითხოვენ. ბევრ მათგანს ანაზღაურება 16 თვეა არ მიუღია. დავალიანება 450 ათას ლარს შეადგენს. აქცია ხელფასების გაცემის მოთხოვნით იმართება".

არსებული ინფორმაციით, საკრედიტო დავალიანების გამო ორი თვის წინ "გზამშენი 11" ბანკ "რესპუბლიკის" საკუთრება გახდა. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი მოითხოვს, ბანკმა, როგორც "გზამშენი 11"-ის სამართალმემკვიდრემ, სახელფასო დავალიანება გაისტუმროს.